„ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის ფედერაციის დახმარებაზე“

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი საქართველოსთვის რუსეთთან დაახლოების გზაა.
შესაბამისი კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ხომ არის ასეთი ცნობილი რუსული გამოთქმა – „ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ეგებ, ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით“, – განაცხადა მარშანიამ.
მისი თქმით, რუსეთს შთამბეჭდავი ტექნიკა აქვს.
„ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე უარი თქვა მეზობელი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის დახმარებაზე, ეს ნამდვილად არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება.
უარის თქმა არც პატრიოტიზმია, არც პრინციპული პოზიცია და არც ღირსების დაცვა. მინდა შეგახსენოთ, რომ ათი ათასობით რუსი ტურისტი და რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქე შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამ შემთხვევაში სად არის ჩვენი პრინციპულობა, ღირსების დაცვა და პატრიოტიზმი, მთავარია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ტრაგიკული მოვლენები?!“, – აცხადებს მარშანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები