„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა მზადაა, ხანძრის შედეგების ლიკვიდაციაში ჩაერთოს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღონ ტერიტორიის დასუფთავებაში.
„ხანძარმა ბორჯომის ხეობას უდიდესი ზიანი მიაყენა – განადგურებულია უნიკალური ტყე-პარკი, რასაც დროული აღდგენა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ აღდგენა-დასუფთავების სამუშაოებში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყის დასახმარებლად. ერთად დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“ – აცხადებენ ახალგაზრდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები