ირაკლი კობახიძე მეხანძრე – მაშველებს და სამხედროებს გაწეული სამუშაოსთვის, მეგობარ ქვეყნებს – დახმარებისთვის და დეპუტატებს – ერთსულოვნებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებსა და სამხედრო ძალებს – გაწეული მუშაობისთვის, ხოლო მეგობარ ქვეყნებს – დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ხანძრის ლიკვიდაციაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენი სამხედრო ძალების წარმომადგენლებს. ისინი უკვე გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის ოპერაციებში და გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდაცია ძალიან სწრაფად მოხერხდა. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც, პირველ რიგში, ტექნიკით გვეხმარებიან. ფასდაუდებელია მათი დახმარება. აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ბელარუსმა გაგვიწიეს ამ დღეების განმავლობაში ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარება”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას გამოხატული ერთსულოვნებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი. პრაქტიკულად, ყველა დეპუტატი, რომელიც იყო საქართველოში ამ დღეებში, ესწრება დღევანდელ სხდომას და ნამდვილად მისასალმებელია ის ერთსულოვნება, რომელიც დაფიქსირდა. მე კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი თითოეულ წარმომადგენელს, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისას. უღრმესი მადლობა დღეს გამოხატული ერთსულოვნებისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები