საერთაშორისო ფოტოფესტივალი: „ოდესა-ბათუმი, ფოტოდღეები“ გაიმართება

7-10 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი, ფოტოდღეები“ გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  ფესტივალზე, რომელსაც ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მასპინძლობს, ოთხი დღის განმავლობაში ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები 7 გამოფენას, სამ ღამის ჩვენებასა და მუსიკალურ პერფომანსს დაესწრებიან.
ფოტოები წარმოდგენილი იქნება კანადიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან.
„რას წარმოადგენს ფოტოგრაფია და რა სახის გავლენებს განიცდის დღეს, როგორ განისაზღვრება ფოტოგრაფია უკანასკნელი დეკადების მიხედვით, როგორ ზემოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები ფოტოგრაფიაზე და რა ადგილს იკავებს ის თანამედროვე საზოგადოებაში – ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა 2017 წელს გადავწყვიტეთ პასუხები გავცეთ კითხვებსა და ამოცანებს. აუცილებელია არა მხოლოდ გავიცნოთ მთავარი ფოტოგრაფიული სკოლების განვითარების პროცესი, არამედ გავიაზროთ თავისებური ლოგიკა და სახელოვნებო ენა თანამედროვე ესთეტიკისა, ურთიერთქმედების პრინციპები დოკუმენტური ფოტოგრაფიის კონტექსტში“, – განცხადა თანამედროვე ხელოვნების თავისუფალი სივრცის დირექტორმა, ფესტივალის ორგანიზატორმა ირაკლი ძნელაძემ.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, “ოდესა/ბათუმი, ფოტოდღეები” ახალგაზრდა ფესტივალია. მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ორივე ქვეყანაში იმართება – აპრილში ოდესაში, ხოლო სექტემბერში – ბათუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები