სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიციამ სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. ინფორმაციას 1 tv.ge ავრცელებს.
ობიექტზე სამუშაოების დაწყების თხოვნით სააგენტოს სოფლის ერთადერთმა მოსახლემ მიმართა. სოფლის სასაფლაოზე მხოლოდ ერთი სვეტი შეინიშნებოდა, მის ირგვლივ კი ხე-მცენარეები იყო ამოსული.
გაწმენდის შედეგად გამოვლინდა სამნავიანი ბაზილიკა, სამხრეთის და ჩრდილოეთის სათავსოები, დაზუსტდა იატაკის დონე და გამოჩნდა ტაძრის გარეთა და შიდა კონტურები.  ტაძრის მიმდებარედ ნაპოვნია ამავე პერიოდის სამაროვნებიც.
ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ლაღიაშვილი ვარაუდობს, რომ ტაძარი მე-6, მე-7 საუკუნეებით თარიღდება. მისი თქმით, ამ ტიპის ნაგებობის არსებობა აღმოსავლეთ საქართველოში უნიკალურია. ეს არის მაღალი დონის ქრისტიანული არქიტექტურა, ძალიან დახვეწილი პროპორციებით.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ტაძრის დეტალურ კვლევას 2018 წლისთვის გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები