ნიქოზში ანიმაციის მე-7 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

სოფელ ნიქოზში ანიმაციის მე-7 საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნება. კონფლიქტის ზონიდან 500 მეტრში ფესტივალის მთავარი გმირები ისევ პატარები და მათთან ერთად მსოფლიოში აღიარებული ანიმატორები იქნებიან. ინფორმაციას 1 tv.ge ავრცელებს.

ორგანიზატორების თქმით, წელს გამოჩენილი ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან ჩამოვლენ. მეშვიდე ფესტივალი ცნობილი პროფესიონალი ანიმაციის რეჟისორებისა და მხატვრების ვორკშოფების სიმრავლითაც იქნება გამორჩეული.

რეჟისორ გელა კანდელაკის თქმით, ფესტივალს წლებია „დრეზდენის”, „ანესის”, „სუზდალის”, „ლაიფციგის”, ანიმაციური ფესტივალები და სხვადასხვა ანიმაციური სტუდიები ემეგობრებიან და საკუთარი ფილმების ჩვენების უფლებას ნიქოზის ფესტივალზე უსასყიდლოდ იძლევიან.

უცხოური ანიმაციური ფილმების გარდა, მაყურებელი ქართულ ნახატ ფილმებსაც ნახავს. „ჯიბის კაცის “ ქართული პრემიერა სწორედ ნიქოზში გაიმართება, ასევე – 1984 წლის კანის ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელის, დავით თაყაიშვილის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა. თაყაიშვილი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა და 5 ქართული ნახატი ფილმი შექმნა მოასწრო.

მსოფლიოს თანამედროვე ანიმაციის ბოლო ტენდენციები ნიქოზის 2017 ფესტივალზე გახდება ცნობილი, სადაც ტრადიციულად ანიმაციის ოსტატები საკუთარ ახლებურ ხედვას წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები