,,ბარისახოს ახალგაზრდულ ცენტრში” პანკისელ ქისტ უხუცესთან და მწერალთან – ხასო ხანგოშვილთან შეხვედრა გაიმართება

 23 აგვისტოს, 15 საათზე, ,,ბარისახოს ახალგაზრდულ ცენტრში” გაიმართება შეხვედრა პანკისელ ქისტ უხუცესთან, მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან – ხასო ხანგოშვილთან. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  ავტორი დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს სამ წიგნს: ,,აბრაგები”, ,,ქისტების ადათ-წესები” და ,,მონადირის მოგონებები”, რომლებშიც შესულია საინტერესო მასალები ქისტებისა და ხევსურების მრავალწლიანი, ღირსეული ურთიერთობების შესახებ.. ცენტრის ეზოში მოეწყობა ქისტური ფოლკლორის ნიმუშებისა და სხვადასხვა დროის ქისტ მოღვაწეთა ცხოვრების ამსახველი გამოფენა.
ღონისძიებას დაესწრებიან: ქართველი პოეტები და მწერლები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, სტუმრები ინგუშეთიდან და პანკისის ხეობიდან, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები, პროექტის მხარდამჭერია სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები