გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთიდან ვერტმფრენები ამ დრომდე ძლიერი ქარის გამო ვერ ჩამოფრინდნენ (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბორჯომის ხეობაში „საღამოსთვის გაცილებით უკეთესი სიტუაცია გვექნება“.
როგორც ბორჯომის ხეობაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ადგილზე 3 ვერტმფრენი მუშაობს. „ორი დაგვემატება, დაახლოებით, საათნახევარ-ორ საათში. გარდა ამისა, მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა მობილიზებულია ხელოვნური წყალსაცავების გაკეთებისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, თურქეთში იყო ძლიერი ქარი, ამის გამო ვერტმფრენები ვერ ჩამოფრინდნენ და ისინი ახლა გზაში არიან. ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა.
21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=Ml_p4aom1L0&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები