კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რამაც გამოიწვია წყლის დიდი ნაკადით ამოდინება.
მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ქსელის წყლისგან დაცლა, რის შემდგომაც დაზიანების აღსადგენი სამუშაოები დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 21 აგვისტოს, 20:30 საათიდან, ხვალ 22 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონის III, IIIა, V-VIII მიკრო რაიონებს.
ტექნიკურ, აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, კომპანია დამატებით გაავრცელებს.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები