ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – “ღამის სერენადები” იწყება
ლეგენდარული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” იწყება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალი 26-31 აგვისტოს პერიოდში მეცხრედ გაიმართება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე და ფესტივალის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია გაუძღვებიან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის ფარგლებში, 26, 28, 29 აგვისტოს კონცერტები გაიმართება ბათუმში, ხოლო 31 აგვისტოს დასკვნით გალაკონცერტს თბილისი უმასპინძლებს.
ქართველ მსმენელს წელს ყველაზე განსხვავებული პროგრამით დატვირთული კონცერტები ელოდება ბათუმსა და თბილისში.
წელს „ღამის სერენადების“ სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები – ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.
წლევანდელ ფესტივალზე, ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის რანგში წარდგება.
26 აგვისტო
ლიანა ისაკაძე (ვიოლინო, დირიჟორი)
პ. ჩაიკოვსკი – „მოგონებები ფლორენციაზე“ (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის ლ. ისაკაძის მიერ), თხზ. 70
ჩაიკოვსკი-ცინცაძე – „მელანქოლიური სერენადა“, „მელოდია“, „ვალს-სკერცო“
ლიანა ისაკაძე (ვიოლინო), დავით მუქერია (დირიჟორი)
ა. ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, მი მინორი, RV278
კ. სენ-სანსი – „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის)
28 აგვისტო
ალექსი და დანიელ გურფინკელი (კლარნეტი, ისრაელი), მიხაელ გურფინკელი (დირიჟორი, ისრაელი)
ი. პოვოლოტსკი – ებრაული სულის ფანტაზია, თხზ. 103 ა (ტრადიციულ და პოპულარულ თემებზე)
კ. სენ-სანსი – „ინტროდუქცია და რონდო-კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული 2 კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის რ. ფაიგელსონის მიერ)
ფ. მენდელსონი – საკონცერტო პიესა № 1, ფა მინორი, თხზ. 113
ლიანა ისაკაძე, ოთარ მაღრაძე, გია სალაღიშვილი, დავით საგანელიძე, თამაზ ჩაჩავა
Jazz – Session
29 აგვისტო
იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია)
ფ. შუბერტი – სიმებიანი კვინტეტი გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვისიუსტუს ფრანცის მიერ
იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია) და ლიანა ისაკაძე (ვიოლინო)
ლ. ბერსტაინი – „ვესთსაიდური ისტორია“
31 აგვისტო – თბილისი
იუსტუს ფრანცი (დირიჟორი, გერმანია)
ფ. შუბერტი – სიმებიანი კვინტეტი გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის
ლიანა ისაკაძე (ვიოლინო/დირიჟორი)
ა. ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, მი მინორი, RV278
ჩაიკოვსკი-ცინცაძე – „მელანქოლიური სერენადა“, „მელოდია“, „ვალს-სკერცო“
კ. სენ-სანსი – „ინტროდუქცია და რონდო კაპრიჩიოზო“, თხზ. 28 (გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის)
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ,,Global Art”.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია და თბილისის მერია.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე.
წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს: https://biletebi.ge/isakadzefest