თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ფერეიდნელებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს

ფერეიდნელმა ქართველებმა თბილისში ქართული ენა და ხალხური სიმღერები შეისწავლეს. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ უკვე მეორე წელია ფინანსდება და მას „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“ უწევს ორგანიზებას. 80 ფერეიდნელ ქართველს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოში ჩამოსულიყო და შეესწავლა ქართული ენა და ხალხული სიმღერები, გაცნობოდა საქართველოს ისტორიას და კულტურას.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ფერეიდნელებმა დასკვნითი ღონისძება გამართეს. ახალგაზრდებმა პროექტის ფარგლებში შესწავლილი სიმღერები ხალხურ საკრავებზე შეასრულეს.
ღონისძიების დასასრულს, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„თქვენი საქართველოში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხართ, ჩვენ ვერ დაგვაშორებს საუკუნეები. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია, დღევანდელ დღეს თქვენ ხართ ელჩები საქართველოსა და სამშობლოდან შორს მყოფ ქართველებს შორის, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთი გენი გვაქვს, ქედს ვიხრით თქვენ წინაშე და მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. მომავალში პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური გახდება”, – მიმართა ფერეიდნელებს ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
პროექტის მიზანია, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს შეასწავლოს ქართული ენა და ხალხური სიმღერები, გააცნოს საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლები. დღევანდელი მონაცემებით, ფერეიდანში 50 000-მდე ქართველი ცხოვრობს.
ღონისძებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნომადი ბართაია,თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები