კახა კალაძე: ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. ასეთი ხედვის გარეშე, მგონია რომ მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა, აუცილებლად კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
მერობის კანდიდატის თქმით, სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ გამოიწვიოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიების დახშობა.
კახა კალაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თბილისში ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა დაიწყება, ასევე გადაიხედება არსებული სამარშუტო ხაზები და დაემატება ახალი მარშუტები, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე, მოხდება თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კი ნიშნავს, რომ მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს და ინდივიდუალური ტრანსპორტის საჭიროება ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქის საცობებისგან გასათავისუფლებლად. საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა“.
მერობის კანდიდატის მოსაზრებით, მხოლოდ კომპლექსური მიდგომა გადაჭრის საცობებისა და ტრანსპორტის პრობლემას.
კახა კალაძემ საკუთარი ხედვა ამომრჩეველს სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები