ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული ბავშვი იპოვეს

17 აგვისტოს ბარსელონას ტერაქტის დროს ავსტრალიელი ბიჭი, 7 წლის ჯულიან კედმენი დაიკარგა. მოგვიანებით, ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა “The Guardian”-ი ავრცელებს. სამართალდამცველები ნაპოვნ ბავშვზე დეტალებს არ ავრცელებენ.
თუმცა ცნობილია, რომ ის ერთ-ერთ საავადმყოფოში იპოვეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 7 ჯულიანი, რომელსაც ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქეობა აქვს, დედას ტერაქტის დროს დაეკარგა. ქალი ამჟამად საავადმყოფოში წევს.
ბიჭის მამა კი ბარსელონაში იმავე დღეს ჩაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები