კომპანია „ტრანსსერვისის“ გენერალური დირექტორი დაზარალებულებს დაეხმარება

„ტრანსსერვისის“ გენერალური დირექტორი ისნის ბაზრობაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდა. „კომპანიამ გადაწყვიტა, რაღაც დოზით, დახმარება გაუწიოს ინდმეწარმეებს.
კომპანიას რისი ფინანსური საშუალებაც ექნება, იმის მიხედვით გავუწევთ დაზარალებულებს დახმარებას.
რამდენიმე ადამიანი ახსენებს, თითქოს კომპანია დახმარებაზე უარს ამბობს. 2015 წელს აბსოლუტურად ყველა დაზარალებული ჩვენი მხრიდან იქნა კომპენსირებული. კომპანიას დიდი კრედიტი აქვს აღებული და რისი საშუალებაც იქნება, აუცილებლად დავეხმარებით. ეს ყველაფერი გადაწყდება მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაითვლება“, – განაცხადა „ტრანსსერვისის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა მახარაძემ.
ისნის ბაზრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მათ კომპანიას ბევრი ფინანსური ვალდებულება აქვს და შესაბამისად, უნდა დაითვალოს რამდენით და როგორ შეძლებს „ტრანსსერვისი“ დაზარალებულების დახმარებას. კომპანიის დირექტორი მეორადი ავტონაწილებით მოვაჭრეებს ხვალ შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები