მიშა გომიაშვილი: ხელისუფლებას მივმართავ…. პრიორიტეტებს ხომ არ გადახედავდით?

„ხელისუფლებას მივმართავ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. ვის გააქვს საქართველოს სახელი მსოფლიოში და თან ასე ამაყად! პრიორიტეტებს ხომ არ გადახედავდით“?, –  ცნობილი მსახიობი მიშა გომიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ლოკარნოსა და სარაევოში ქართული ფილმების წარმატების შესახებ წერს.
„უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა წელს ბერლინალეზე, 5 ქართული ფილმი იყო გასული… ამ პატარა ქვეყნიდან, თვითონ ფესტივალის მესვეურები დარჩნენ გაკვირვებულნი! ახლა ორმა ქართულმა ფილმა აიღო მთავარი პრიზი – ლოკარნოში და სარაევოში!!! ხელისუფლებას მივმართავ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. ვის გააქვს საქართველოს სახელი მსოფლიოში და თან ასე ამაყად! პრიორიტეტებს ხომ არ გადახედავდით?
ომის დროს ჩერჩილს შეუტანეს განსახილველად ქვეყნის ბიუჯეტი, ჩერჩილმა გადაავლო თვალი დოკუმენტს და გაკვირვებულმა ჰკითხა: – სად არის კულტურაზე გამოყოფილი ფული?.. – ომი მიდის და რა დროს კულტურაა?…- თუ არ არის კულტურა, მაშინ რაღაზე ვომობთ?.. – მიუგო გაკვირვებულმა ჩერჩილმა“, – წერს მიშა გომიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები