სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი საქართველოში მოდის

ანა ურუშაძის „საშიში დედა” სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია! სარაევოს 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ამავე ფესტივალზე ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ასევე ქართველ რეჟისორს რატი ონელს გადაეცა ფილმისთვის “მზის ქალაქი“.

ანა ურუშაძის ნამუშევარმა ახლახან პრიზი ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე წლის საუკეთესო მხატვრული ფილმის დებიუტის ნომინაციაში აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები