ონში ზურაბ ქაფიანიძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება

ონში ზურაბ ქაფიანიძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ონის კულტურის ცენტრიდან აცნობეს, 17:00 საათზე, სოფელ ნაკიეთში, ზურაბ ქაფიანიძის მემორიალზე ბარელიეფი გაიხსნება.
18:00 საათზე, კულტურის ცენტრის ფოიეში ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება, სამხატვრო სკოლისა და ადგილობრივი მხატვრების გამოფენა – გაყიდვა გაიმართება;
19:00 საათზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი საზეიმო საღამო-კონცერტს უმასპინძლებს.
მონაწილებენ: შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი „რაჭა,“ ანსამბლები: „ქართული ხმები“, „პოპური“, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები