თბილისში ლადო ასათიანის ძეგლი დაიდგმება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ლადო ასათიანის ძეგლი დაიდგმება. კონკურსი ქალაქის მერიამ საუკეთესო ძეგლის პროექტზე ორი თვის წინ გამოაცხადა.
ათკაციან კომისიაში სამხატვრო აკადემიის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტი, არქიტექტორთა და მოქანდაკეთა კავშირის წარმომადგენელი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი მუშაობდნენ.

საკონკურსო ესკიზები ქალაქ თბილისის მერიაშია გამოფენილი. საუკეთესოს შესარჩევად ღია და საჯარო დისკუსიები და განხილვა გრძელდება და მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ კი სპეციალური კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას ლადო ასათიანის ძეგლის ესკიზის შესახებ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები