რატომ ჩაიშალა პატრიოტული ლექსების კონკურსი ბათუმში?

„ჩემი სუნთქვა ხარ, შენ, საქართველოვ“, – ასე ერქვა პატრიოტული ლექსების კონკურსს, რომელიც „ეროვნულმა ფონდმა“ გამოაცხადა.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. დაჯილდოება 14 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების სასახლეში უნდა გამართულიყო.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, 200-მდე სტუმარი დაჯილდოების დაწყებას გვიანობამდე ელოდებოდა, მაგრამ ამ ადგილას ღონისძიება აღარ შედგა. რეგიონებიდან ჩასული მონაწილეები და სტუმრები უკან საკუთარი სახსრებით გაბრუნდნენ.
კონკურსის ჩაშლის მიზეზად სახელდება ის, რომ თურმე თანხები არ გადაირიცხა. თუ სად და როდის გაიმართება დაჯილდოება, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისათვის: პირველ ადგილზე გასულს უნდა მინიჭებოდა ტბელ აბუსერიძის პრემია და დაჯილდოვდებოდა 3.000 ლარით. მეორე ადგილისთვის 1.500 ლარი იყო დაწესებული, ხოლო მესამე ადგილისთვის – 1.000 ლარი.
დარჩენილი შვიდი კონკურსანტი 500-500 ლარს მიიღებდა. საუკეთესო ათეულის ვინაობა კი სახალხო ფესტივალზე უნდა გაცხადებულიყო, რომელსაც 14 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრი უმასპინძლებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები