ანიტა რაჭველიშვილის მსოფლიო პრემიერა ბათუმში

 23 აგვისტოს ბათუმის „პიაცა“  ექსკლუზიურ პროექტს – „მუსიკა გაერთიანებს“ უმასპინძლებს.  ამ საღამოს მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი წარდგება.  ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს და, პროექტის პრემიერის ფარგლებში, პირველად ითანამშრომლებს იტალიურ პროგრესულ როკბენდთან Profusion.
Profusion-ის მუსიკა ქართულ და ხმელთაშუაზღვის კულტურებს აერთიანებს, მათ ამ დრომდე სამი ალბომი გამოსცეს.  მესამე ალბომში  ანიტა რაჭველიშვილთან ითანამშრომლეს, ამავე ალბომის მონაწილე იყო „შინის“ სოლისტი, მამუკა ღაღანიძე. 2017 წელს გამოსაცემად მზადდება ჯგუფის  მეოთხე ალბომი, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილისთვის დაწერილი კომპოზიციაც შევა. ეს კომპოზიცია ბათუმის „პიაცაზე“ 23 აგვისტოს პირველად აჟღერდება და აღიარებული მეცო-სოპრანო სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარდგება მაყურებლის წინაშე.
პროექტს წარადგენენ – აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები