ჭყვიშში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა 2017 – „სხვა მომავალი” გაიხსნება

19 აგვისტოს, 18 : 00 საათზე, რაჭაში, სოფელ ჭყვიშში, „არტელი რაჭის“ რეზიდენციაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი: „არტრა -2017 – „სხვა მომავალი“ იხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გახსნაზე, „არტელი რაჭის“ ტერიტორიაზე რამდენიმე ღონისძიება იგეგმება:
ფესტივალის პროცესში ჩატარებული ვორკშოფების დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა;
სოფელში შეგროვებული ძველი ნივთების ბაზრობა;
რაჭის ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
პროექტი „შაორის კოლაიდერი“;
„დაუდასტურებელი ფაქტების ინსტიტუტის“ პრეზენტაცია.
წელს ფესტივალში მონაწილეობენ: მამუკა ცეცხლაძე; ბესო კობახიძე; რიტა ხაჩატურიანი; ლია შველიძე; ლუკა ცეცხლაძე; იენს რაუში; ჩინგიზ ბაბაევი; ელნურ ბაბაევი; ელენე რაქვიაშვილი; მაკა ბატიაშვილი; მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე; გიო ჯინჭარაძე; ანა ძიაპშიპა; კონსტანტინე ვაცეიშვილი; ედიშერ ყიფიანი; ირინა პოპიაშვილი; ნიკა ქუთათელაძე; ტასა ახვლედიანი; სალომე ჯოხაძე; გიორგი გელაძე; გიორგი ვარდაიშვილი; სალომე ჩიგილაშვილი; ლიკა მამაცაშვილი; ქეთი ტრაპაიძე; პატრიცია ჯონი; კოტე ჯინჭარაძე; თუთუ კილაძე; ნარგიზ ალიევა; მაჰმუდ მაჰმუდოვი; მუსაბ ამიროვი; აისელ ამიროვა.
„არტელი რაჭა“ თორმეტი წელია ფუნქციონირებს და რეგიონში ერთადერთი სახელოვნებო რეზიდენციაა. რეზიდენციაში ყოველწლიურად კურატორებისა და ხელოვანების ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ტარდება ვორკშოფები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვა ღონისძიებები.
ფესტივალი „არტრა“ მესამე წელია ტარდება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონის სხვადასხვა მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი ქართველი და უცხოელი ხელოვანების გამოფენებს ეთმობა.
„არტრა 2017 – „სხვა მომავალი“ რეგიონის შესაძლებლობებისა და მომავლის გააზრების და წარმოდგენის მცდელობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები