ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი შესაძლოა, საქართველოს წლის ბოლომდე ესტუმროს. მუსიკოსთან მოლაპარაკებებს ერთ-ერთი ქართული საფესტივალო ჯგუფი მართავს. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ბიორკი 51 წლის ასაკში ახალი მუსიკალური ალბომის გამოსაშვებად ემზადება.
ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია მუსიკოსის ახალი ალბომისადმი მიძღვნილი ტურნეს შესახებ. ​
ბიორკის ბოლო ალბომი Vulnicura 2015 წლით თარიღდება. დღემდე მუსიკოსი ცხრა ალბომის ავტორია და 100-ზე მეტი ინიდივიდუალური ჯილდო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები