ონში ბესო კობახიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მხატვარ ბესო კობახიძის ნამუშევრების გამოფენა იხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა 11 აგვისტოს, 18:00 საათზე, ფესტივალი “არტრა – 2017”- ის ფარგლებში გაიმართება და ერთ კვირას გაგრძელდება.
ბესო კობახიძე ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორია. მუზეუმი ყოველწლიურად თანამშრომლობს ფესტივალ „არტრასთან“ და სივრცეს უთმობს თანამედროვე ხელოვნებას.
ამჯერად, ბესო კობახიძე თავის შემოქმედებას ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოუდგენს რაჭის საზოგადოებასა და სტუმრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები