ალექსანდრე პროხოროვის რუსული და ბოშური რომანსების საღამო გაიმართება

ალექსანდრე პროხოროვი  ძველი რუსული და ბოშური რომანსების ლეგენდარული შემსრულებელია. იგი წარმატებით გამოდის ამერიკის და რუსეთის მსმენელების წინაშე რუსულ – ბოშური რომანსებით.
როგორც „კვირას“ ორგანიზაოტრებმა განუცადეს, 10 აგვისტოს, 19:00 საათზე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში,  მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა მიკეცემათ, მოუსმინონ ალექსანდრე პროხოროვის რუსულ – ბოშურ რომანსებს.
ცნობისათვის: ალექსანდრე პროხოროვი დიდი კულტურული ტრადიციების ოჯახში გაიზარდა. მისი ახლო ნათესავები იყვნენ – მწერალი ალექსეი ტოლსტოი (დიდი ბაბუა), შექსპირის ცნობილი მთარგმნელი მიხეილ ლოზინსკი (ასევე დიდი ბაბუა), კომპოზიტორი დიმიტრი ტოლსტოი და სხვ.
ალექსანდრე პროხოროვი არის ბოსტონის (Longy School of Music) საოპერო უნივერსიტეტის მაგისტრი.
მისი რეპერტუარი მოიცავს:
Don Pasquale (Don Pasquale, Donizetti), Raimondo (Lucia Di Lammermoor), Colline (La Boheme, Puccini), Escamilio (Carmen, Bizet), Prince Gremin from Eugene Onegin, Ferrando from Il Trovatorre, Bottom (A Midsummer Night’s Dream, Britten), თავადი გრემინი (ევგენი ონეგინი, ჩაიკოვსკი), სალიერი (მოცარტი და სალიერი, რიმსკი – კორსაკოვი), მოხუცი ბოშა (ალეკო, რახმანინოვი)…
მისამართი: თბილისი, დ.უზნაძის #68.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები