გაატარე აგვისტო „ნადიკვარზე“ – თელავში მუსიკალური საღამოები გრძელდება

თელავში, ამფითეატრ  „ნადიკვარზე!“ გრძელდება მუსიკალური საღამოები.
როგორც „კვირას“ თელავის მერიის კულტურის ცეტრიდან აცნობეს, ამფითეატრმა უკვე უმასპინძლა  საბავშვო გასართობ პროგრამას და სტუდია „მზიურს“;  თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ანსამბლების ერთობლივ კონცერტს;  პირველად თელავში მრავალი წლის შემდეგ,  Hip Hop-ის დაუვიწყარი Live (ცოცხალი შესრულება) ჯგუფ Seqtori 03 – ის მონაწილეობით გაიმართა.
ნადიკვარზე წარმატებით წარდგენენ ჯგუფი ,,ძმები” და დუეტი ,,კახურა”, მათ შეასრულეს როგორც ფოლკლორული, ასევე თანამედროვე კომპოზიციები.
გთავაზობთ ნადიკვრის ღონისძიებების მიმდინარე კვირის პროგრამას:
9 აგვისტო,  20:00 საათი – თაკო გაჩეჩილაძის სოლო კონცერტი.
11 აგვისტო, 20:00 საათი – გ.ძამუკაშვილის ბენდი და ყველასათვის საყვარელი შემსრულებელი ზურაბ ზაქარიაძე (პაპა).
ნადიკვრის ღონისძიებების ორგანიზატორია თელავის მერიის კულტურის ცენტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები