რუსთავში მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

3 დღიანი ძებნის შემდეგ რუსთავში მდინარე მტკვარში 5 აგვისტოს საღამოს საბანაოდ შესული მამაკაცი, რომელიც დინებამ წაიღო, გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი საძიებო სამუშაოების ჩატარების შედეგად დღეს რუსთავის ტერიტორიაზე მტკვარში იპოვეს.
“დღემდე მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები, მამაკაცის ცხედარი რუსთავის ტერიტორიაზევე მტკვარში იქნა აღმოჩენილი”-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
გავრცელებული ინფორმაციით 53 წლის მამაკაცი, მტკვარში საბანაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა და დინებამ წაიღო. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები