გიორგი ჯინჭარაძე თბილისში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, თავმჯდომარე პირადად გაეცნო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გიორგი ჯინჭარაძემ ექიმებს დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან პოლიკლინიკების მხარდაჭერასა და სამომავლოდ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.