რუსეთი უკრაინაზე დღეში 1000 რაკეტითა და დრონით დარტყმას გეგმავს – The Telegraph
რუსეთის მზარდი თავდაცვის ინდუსტრია მალე ქვეყანას საშუალებას მისცემს, ღამით უკრაინის ქალაქებზე 1000 რაკეტა და დრონი გაუშვას,- ინფორმაციას, The Telegraph-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ განმეორებითი თავდასხმების განხორციელებით უკრაინის მოსახლეობის მორალურ განწყობას გატეხს, კიევის თავდაცვით ძალებს ამოწურავს და დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნების სურვილს შეანელებს.
„ისინი დასახლებულ ტერიტორიებს ესხმიან თავს, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის დასუსტებას ცდილობენ და იციან, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტს ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მიანიჭებს“, – განაცხადა მაიკლ კოფმანმა, რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ოპერაციების წამყვანმა ანალიტიკოსმა.
გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ამჟამად საკმარის იარაღს აგროვებს, რათა სულ მცირე, კიდევ ორწლიან ომს გაუძლოს.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოწურვის საფრთხე ემუქრება.