ნოვოსიბირსკის მკვიდრმა ნიკოლოზ II-ის ახლადგახსნილი ქანდაკება ცულით დააზიანა

რუსეთში, ნოვოსიბირსკში ადგილობრივმა მკვიდრმა 2 კვირის წინ გახსნილი ნიკოლოზ II-ის ქანდაკება ცულით დააზიანა. ადგილობრივი პოლიციის პრესსმსახური იუწყება, რომ კერძო დაცვის სამსახურის ეკიპაჟმა ღამის საათებში უცხო მამაკაცი შენიშნა, რომელსაც ქანდაკებაზე კიბე ჰქონდა მიდგმული და მას ცულს ურტყამდა. კანონდამრღვევმა დაცვის სამსახურისგან მიმალვა სცადა, თუმცა ის დააკავეს. 1985 წელს დაბადებული ნოვოსიბირსკის მკვიდრი ქცევის მიზეზს არ ხსნის, თუმცა პოლიციას იმედია აქვს, რომ გამოძიების მსვლელობისას, ეჭვმიტანილი ძეგლის დაზიანების მოტივს განმარტავს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა სკულპტურის ნაწილის, კერძოდ კი ნიკოლოზ II-ის თავის ფრაგმენტის დააზიანება მოასწრო.
ამ დროისთვის ზარალი დათვლილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ქანდაკება ნოვოსიბირსკში მიმდინარე წლის 16 ივლისს, ალექსანდრე ნეველის ტაძრის მიმდებარედ გაიხსნა. სკულპტურის გახსნის რეკომენდაცია რუსეთის წმინდა სინოდს ეკუთვნოდა, რის შემდეგაც ნოვოსიბირსკის მაცხოვრებლებმა სპეციალური კომისია შექმნეს, რომელმაც ქანდაკების შესაქმნელად თანხები მოიძია.
ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე 1894-1917 წლებში რუსეთის ბოლო იმპერატორი იყო. ასევე იყო პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი. მისი მმართველობა 1917 წელს რუსეთის რევოლუციით დასრულდა, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი ბოლშევიკებმა იპატიევის სახლში დახვრიტეს.
ნიკოლოზ II-ის სრული სახელი იყო ნიკოლაი ალეკსანდროვიჩ რომანოვი. მისი ოფიციალური ტიტული – ნიკოლოზ II, იმპერატორი და ავტოკრატი სრულიად რუსეთისა. გაუსამართლებლად მოკვლის გამო, ის ასევე ცნობილია, როგორც ნიკოლაი წამუბული. კორონაციის დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რუსეთის ბოლო ომპერატორს “ნიკოლოზ სისხლიანსაც” უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები