ავსტრალიაში ტერაქტი აღკვეთეს – ბოროტმოქმედები თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ

ავსტრალიის კონტრტერორისტულმა პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა. ამის შესახებ პრესას პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განუცხადა.
“მინდა განგიცხადოთ, რომ დღეს ჩატარდა ფართო ანტიტერორისტული ოპერაცია, რის შედეგადაც ჩვენ აღვკვეთეთ შეთქმულება. ბოროტმოქმედების სამიზნე თვითმფრინავის განადგურება იყო”, – განაცხადა ტერნბულმა.
ავსტრალიის ყველა აეროპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს.
ავსტრალიის ფედერალური პოლიციის კომისრის ენდრიუ კოლვინის განცხადებით, დაკავებულ პირებს “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები