ჰამბურგის სუპერმარკეტში მოქალაქეებს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

გერმანიის, ქალაქ ჰამბურგში, სუპერმარკეტში მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. პოლიციაში ერთი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. ამასთან, არიან დაჭრილებიც. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, არ მიუახლოვდეს შემთხვევის ადგილს. მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებული დეტალები ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები