შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

27 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში,   შავი ზღვის XI ჯაზფესტივალი – „ბათუმი 2017“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჯაზფესტივალში მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, გაიმართება. ფესტივალზე ახალი ალბომით და რეპერტუარით წარდგებიან: ბრიტანული ჯგუფი „ჯემიროქუაი“, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ ტრიო „დელა სოული“. ფესტივალის ბოლო სტუმარი კი, გრემის მფლობელი მუსიკოსი ჯოს სტოუნი იქნება.

ფესტივალის პროგრამა:
27 ივლისი, 19:00 – კლუბი TAKE 5 – CORY HENRY AND THE FUNK APOSTLES;
28 ივლისი, 19:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIROQUAI ; კლუბი TAKE 5 – MATTHEW HARNETT & THE GUMBO ALL STARS;
29 ივლისი, 19:00 –ბათუმის ჩოგბურთის კლუბი DE LA SOUL ; კლუბი TAKE5-LOU BERRY;
30 ივლისი, 19:00 –ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JOSS STONE ; კლუბი TAKE5- MF ROBOTS.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები