აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა (ფოტო, ვიდეო)
ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, პატარა ზომის თვითმფრინავი იუტას შტატში მდებარე ქალაქ რივერდეილთან ახლოს ჩამოვარდა.
პოლიციამ თვითმფრინავში მყოფი მგზავრების იდენტიფიცირება უკვე შეძლო. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.