რუსეთის მთავრობა შესაძლოა, თალიბანს იარაღით ამარაგებდეს (ვიდეო)

მოძრაობა თალიბანმა ავღანეთში, გაუმჯობესებული ტიპის იარაღი რუსეთის მთავრობისგან მიიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია “CNN” ექსკლუზიურად მოპოვებულ ვიდეოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიდეო მასალაში ჩანან სნაიპერები, კალაშნიკოვის ტიპის იარაღები და ისეთი შეიარაღება, რომელიც რუსული წარმოებისაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. რამდენიმე თვის წინ უწყებაში თალიბანისთვის იარაღის მიყიდვის ფაქტი უარყვეს.
ამერიკელმა გენერლებმა შეშფოთება იმ ფაქტით, რომ რუსეთი თალიბანს იარაღით ამარაგებდა ჯერ კიდევ აპრილში გამოთქვეს. თალიბანისა და რუსეთის შესაძლო ურთიერთობით შეშფოთებულია ავღანეთის მთავრობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები