სენატი დღეს დონალდ ტრამპის სიძეს დაკითხავს – სადაზვერვო კომიტეტს კუშნერთან კითხვები აქვს

დღეს დონალდ ტრამპის სიძეს დაზვერვის კომიტეტში დაკითხავენ.
ჯარედ კუშნერი სენატში დაგეგმილ დახურულ შეხვედრაზე დაიბარეს.
კანონმდებლებს რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიასთან ტრამპის მრჩევლის და სიძის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
ამ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპის შვილი და მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტიც დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის გარშემო სკანდალი თითქმის 7 თვეა გრძელდება. აშშ-ს პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის წევრებს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ, თუმცა ისინი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
ჯარედ კუშნერის გარდა, სადაზვერვო კომიტეტში მოსმენაზე ტრამპის უფროსი შვილი და მისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლ მანაფორტიც დაიბარეს.
სენატში მათი მოსმენა 26 ივლისს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები