ანკარაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 60 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ანკარაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 60 ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქში მიტინგი ერთ-ერთი სკოლის ლიტერატურის მასწავლებლის დაპატიმრებას მოჰყვა, რომელსაც ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდება წაუყენეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები