ავღანეთში ტერაქტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ქაბულში, ავტომანქანის აფეთქების შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42  დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე მიკროავტობუსი იყო, რომელსაც ნავთობის სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა.
პასუხისმგებლობა აღნიშნულ ტერაქტზე რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები