იორდანიაში ისრაელის საელჩოს თავს დაესხნენ – დაღუპულია ერთი მოქალაქე

იორდანიის დედაქალაქ ამანში, ისრაელის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. BBC-ის ცნობით, საელჩოს მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაკეტილია. ხელისუფლება დეტალებზე არ საუბრობს.  უცხოური მედიის ცნობით,  დაღუპულია ერთი ადამიანი. ის იორდანიის მოქალაქეა, ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე კი დაჭრილია.

 მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც სროლა მოჰყვა.

ადგილობრივი ხელისუფლება ინციდენტის დეტალების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ამ ეტაპზე არ ავრცელებს, თუმცა, ცნობილია, რომ საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა და იორდანიამ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 1994 წელს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები