ინციდენტი თვითმფრინავის ბორტზე – მგზავრი საავარიო გასასვლელის გახსნას შეეცადა

ავიაკომპანია Wizz Air-ის მგზავრებმა მამაკაცი შეაჩერეს, რომელიც  თვითმფრინავის ბორტზე საავარიო გასასვლელის გახსნას ცდილობდა. თვითმხილველების ცნობით, მან კარის გაღება ვერ მოახერხა, რადგან მას ხელი სხვა მგზავრებმა შეუშალეს – გადაეღობნენ და ის ძირს დააგდეს.

“დაფრენამდე საათნახევარი იყო დარჩენილი, როდესაც მან თვითმფრინავის ბორტის წინა ნაწილიდან ცენტრალურ ნაწილში გადაინაცვლა და ერთ-ერთი მგზავრი ქალბატონის გვერდით დაჯდა.  მოულოდნელად ის გასასვლელ კარს მივარდა და შეეცადა მის გაღებას. საბედნიეროდ, გვერდზე რიგში 3 პოლონელი ბიჭი იჯდა,  ჩანდნენ რომ ძლიერები იყვნენ, მათ მამაკაცს ხელი შეუშალეს, შეაჩერეს და სხვა მგზავრებთან ერთად ძირს დააგდეს. ბოლოს მას ხელები  უსაფრთხოების ღვედით შეუკრეს”, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

 თვითმფრინავი ფრენას პოლონეთიდან დიდი ბრიტანეთის  მიმართულებით ახორციელებდა.  ტელეკომპანია “ბი-ბი-სის” ცნობით,  ლონდონის აეროპორტ “ლუტონის” ტერიტორიაზე მობილიზებულმა ადგილობრივმა სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი მგზავრი დააკავეს.

ლაინერის A320-ის მგზავრის ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება.  ის დაახლოებით 20 წლის არის.  მას  ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები აქვს, რის გამოც ლონდონში  სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.  ამჟამად კი მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

დებოშის მომწყობი მგზავრის შესახებ  განცხადება ავიაკომპანიამაც გაავრცელა. Wizz Air-ში განაცხადეს, რომ  მგზავრი უმართავი და  უკონტროლო იყო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები