MAN-ის ავტობუსები N14 და N21 მარშრუტებზე გავიდნენ

N14 და N21 მარშრუტებზე დღეიდან ლურჯი MAN-ის ავტობუსები მუშაობენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე მარშრუტი დიდ დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობს. N14 დიდ დიღომს, საბურთალოს გავლით, რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს. N21 დიდი დიღმიდან დიღმის მასივს, შემდეგ დიდუბეში-წერეთლის გამზირს გაივლის და ვარაზისხევიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ბაგებამდე გადაადგილდება.
ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, 14, 21, 24, 37, 51,61,87 და 88. მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში, MAN-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები