სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე არსებული ხიდის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301-კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზებზე.
ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ 60 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.