ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

საბერძნეთის კუნძულ კოსზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა.
6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები