თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სს ”თელასიდან” აცნობეს, ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, ფაღავას, შავიშვილის და მესხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეხ-კაჩინსკის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავახეთის შესახვევის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ლეონიძის, მაჩაბლის, ლერმონტოვის, ქიქოძის და პაოლო იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის და სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ახალი არსენალის I ქუჩის, პაატა სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, ფოცხვერაშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნადიკვარის, მანანა მელქაძის, ბეჟან კალანდაძის და სულიკო თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცაბაძისა და აბასთუმნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასში” აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები