შავი ზღვის V ღია თასი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“

2017 წლის 21-23 ივლისს ბათუმი უმასპინძლებს მეხუთე საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე, სახელდობრ: აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ბროლის ბუს“ ორგზის მფლობელი – ალექსანდრ რუბინი (ისრაელი).
საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის თქმით: „აჭარა უკვე მე-18-ედ უმასპინძლებს ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ფესტივალს. 1998-2011 წწ ტარდებოდა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი, 2012 წლიდან კი ფესტივალი გაფართოვდა და მასში ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. შავი ზღვის ღია თასი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია ინტელექტუალური თამაშების სამყაროში. ერთის მხრივ, ეს სერიოზული სპორტული შეჯიბრია, რომლის ორი საუკეთესი გუნდიც „რა? სად? როდის?“ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას (ა.წ. 3-5 ნოემბერს ქ. ასტანაში (ყაზახეთი) გაიმართება); მეორეს მხრივ, ბათუმი პოპულარული კურორტია, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს დასვენების შესანიშნავ საშუალებას სთავაზობს“.
ღონისძიებაზე სათამაშოდ ჩამოვა მსოფლიოს არაერთი უძლიერესი მოაზროვნე. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 20 გუნდი დაიცავს, მათ შორის: დავით რაფავას, ბაჩანა შენგელიას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა, დავით ბაციკაძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ეკატერინე ჩხარტიშვილის, გარსევან ჯორბენაძის და სხვა ექვსეულები. დავით რაფავას ექვსეული მეორე ნომრადაა განთესილი და ტურნირის ოფიციალური ფავორიტია.|
საკუთრივ „რა? სად? როდის?“-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!” და „ხამსა“. აგრეთვე, შაბათს საღამოს ფესტივალის პროგრამით გაიმართება „რა? სად? როდის?“ ტურნირი სახალისო და იუმორისტულ შეკითხვებზე. კვირას, 23 ივლისს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში“ ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს.
ფესტივალი ჩატარდება აჭარის ა.რ. მთვარობის მხარდაჭერითა და პირადად მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პატრონაჟით.
ფესტივალის სპონსორია – კომპანია „ფრეგო“
ფესტივალის ოფიციალური ღვინო – Dugladze Wines & Spirits
ფესტივალის ოფიციალური წყალი – ბორჯომი
პარტნიორები:
• აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
• „ფილიპ მორის საქართველო“
• ტურისტული კომპანია „აჭარატური“
• საინფორმაციო სააგენტო „Sova News“
ფესტივალის თამაშები გაიმართება სასტუმროში Euphoria Batumi Hotel.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები