”ვეტოს არსი ისაა, რომ უმრავლესობას, საზოგადოებას გააგებინოს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც, დემოკრატიის გაუარესების კუთხით, მოჰყვება ამ ცვლილებებს”

”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ქვეყნის განვითარებისთვის ნეგატიური შედეგები მოაქვს, რაც მათთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვეტოს არსი ისაა, რომ უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას და ხალხს გააგებინოს, თუ რა შედეგები მოჰყვება აღნიშნულ ცვლილებებს.
”ვეტოს არსი ისაა, რომ უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას და ხალხს გააგებინოს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც, დემოკრატიის გაუარესების კუთხით, მოჰყვება ამ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება ვეტოს პარლამენტში, მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს და ხალხს ავუხსნათ, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას და შესაბამისად, ეს მიუღებელია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები