თათია დოლიძე: ძალიან კმაყოფილი ვარ გამოძიების მიმდინარეობით

“ძალიან კმაყოფილი ვარ გამოძიების მიმდინარეობით, გამომძიებლის დაინტერესებით”, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს ყოფილმა ახალგაზრდა ელჩმა, თათია დოლიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
დოლიძე იმედოვნებს, რომ კონკრეტული შედეგი დადგება.
„მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც სხვა ტიპის საუბრებია. როგორც ვიცით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ყოველთვის სხვა გზითაც ხდება ადამიანებთან საუბარი, პირადი ურთიერთობების საფუძველზე. დღეს მომივიდა ინფორმაცია, რომ კანცელარიაში ვიზიტი ჰქონდა ბატონ გია კორკოტაშვილს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ მე, ჯერჯერობით, ძალიან კმაყოფილი ვარ გამოძიების მიმდინარეობით, გამომძიებლის დაინტერესებით. იმედს ვიტოვებ და რადგან მე მივმართე სასამართლოს, მწამს, რომ შედეგი იქნება“, – განაცხადა თათია დოლიძემ.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი ელჩის, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით სავარაუდო მუქარის საქმეზე დღეს გია კორკოტაშვილი გამოიკითხა. დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები