გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, პარლამენტი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია მის შენიშვნებს გაიზიარებს.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა.
„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს, მით უმეტეს, გამომდინარე იქიდან, რომ მოტივირებული შენიშვნები, თავის მხრივ, ეფუძნება მათ შორის, აქტიურ პოზიციას, რომელიც ამ კანონმდებლობასთან მიმართებაში აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის აქტიური ნეგატიური პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა არაერთი შეხვედრის დროს. დარწმუნებული ვარ, მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს და ყური დაუგდოს განსხვავებულ აზრს და თავის კანონშემოქმედებით პროცესში განსხვავებულ აზრი ჩართოს, როგორც შემადგენელი ნაწილი და ჩართოს თავის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები