დეპუტატის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს დეტალურად განიხილავს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი ყურადღებით გაეცნობა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებულ შენიშვნებს და შემდეგ უფრო კონკრეტული შეფასებები გაკეთდება.
“ჩვენ ყურადღებით გავეცნობით პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებულ შენიშვნებს და ამის შემდეგ, უფრო კონკრეტული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონებზე ვეტოს დადების პრეცედენტები, გულისყურით, დეტალურად განვიხილავთ ყველა შენიშვნას და ამ შემთხვევაში, გაცილებით ობიექტური განცხადებების თუ შეფასების გაკეთებას შევძლებთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “თვითმმართველობის კანონში” და “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები