შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გორის რაიონში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეგვიპტის მოქალაქეს, 1999 წელს დაბადებულ ბიშიო მაგდი კოლტა ჰილალის ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, „ლენოვოს“ ფირმის პლანშეტი მოპარეს. სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პლანშეტი ქალაქ ზესტაფონში ამოიღეს და 1995 წელს დაბადებული რ.ც. და 1996 წელს დაბადებული ს.ხ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
ორივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები