პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა.
ცნობისათვის, არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა.
კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გაერთიანება ხდება: ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთას და ამბროლაური.
რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით, პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები